კახეთის 3 საწარმოში ფალსიფიცირებულ ხორცპროდუქტებს აწარმოებდნენ (ვიდეო) 10 სექტემბერი 2019, 15:28:18
AUTO PLAY
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში განთავსებული სამი საწარმო ფალსიფიცირებულ ხორცის ნახევარფაბრიკატებს და თევზს აწარმოებდა, რომელთა შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
230
|
|