"მკვლელი ნიკა"-რატომ ჩამოიხრჩო 18 წლის გოგომ თავი 8 ივნისი 2019, 20:54:01
AUTO PLAY
18 წლის გოგომ თავი შეშის ფარდულში ჩამოიხრჩო. სახლში ამ დროს მისი არასრულწლოვანი და იმყოფებოდა. გოგონას შემთხვევის ადგილზე დაბრუნებულმა ბაბუამ მიაგნო, რომელმაც შვილიშვილისთვის პირველადი დახმარების გაწევა სცადა, თუმცა გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. სიკვდილის წინ 18 წლის თამუნამ საკუთარ საძინებელში ოჯახის წევრებს წერილი დაუტოვა. ქაღალდზე მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა: "მკვლელი ნიკა." ოჯახი ამბობს, რომ ეს მისი შეყვარებულია, რომელთანაც დაახლოებით 2-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ამ პერიოდის განმავლობაში კამათი მოსვლიათ, თუმცა ოჯახის წევრებმა არ იციან, რამ მიიყვანა ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობამდე. 18 წლის გოგოს მშობლები სამართალდამცველებისგან წერილში ნახსენები ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებას მოითხოვენ. ოჯახის წევრები იხსენებენ, კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა იყო და თამუნას მისი მეგობარი ფოტოების გამოქვეყნებასაც კი უკრძალავდა, გააუქმებინა სოციალური ქსელში პირადი გვერდიც. გოგოს ტელეფონი პოლიციაშია. სავარაუდოდ მისი შეყვარებულისაც, რომელთან დაკავშირებასაც "კურიერი" მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები და დაკითხვები მიმდინარეობს, თუმცა არ განმარტავენ სად არის ნიკა - ბიჭი, რომელიც 18 წლის თამუნამ თვითმკვლელობის წინ დატოვებულ წერილში ახსენა.
98
|
1099.00
k
1499.00
k
|