ნინი ბადურაშვილი, გიორგი გილიგაშვილი და სხვა ცნობილები თურქული სერიალების ვარსკვლავთან ერთად საქველმოქმედო კონცერტზე 11 მაისი 2019, 16:16:17
AUTO PLAY
სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, თბილისში ცნობილი თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი ჩამოვიდა. თურქული სერიალების ვარსკვლავი "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" მხარდასაჭერად და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად უკვე თბილისშია. ამასთან დაკავშირებით რესტორან "ეთნო წისქვილში" გაიმართა საქველმოქმედო ვახშამი და კონცერტი ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით. საღამოდან შემოსული თანხა "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ანგარიშზე გადაირიცხება. მსახიობს საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალმა "ძმები" და ფილმმა "ველური თაფლი".
20
|
|