სამი მითი სექსუალური ორიენტაციის შესახებ — ქართული ანიმაცია ჰომოფობიის წინააღმდეგ 9 მაისი 2019, 13:16:44
AUTO PLAY
მითი #1: მუდმივი გეი პროპაგანდა სულ უფრო მეტ ახალგაზრდას აქცევს ჰომოსექსუალად სექსუალურ ორიენტაციას გენეტიკური კოდი განსაზღვრავს. პროპაგანდის გამო შეცვლილი ორიენტაცია კი მეცნიერულად არ დასტურდება. "თავად განსაჯეთ, გახდებით ოდესმე გეი, თუნდაც ამ თემაზე ტომები იკითხოთ?!" მითი #2: ჰომოსექსუალობა ბუნების კანონს ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალური ქცევა ადამიანების გარდა სხვა ცოცხალ არსებებს შორისაც გვხდება. "რა უფრო ადვილი დასაჯერებელია — ის, რომ ვთქვათ, დელფინიც პროპაგანდის მსხვერპლი გახდა და ბუნების წინააღმდეგ წავიდა თუ ის, რომ ამ მრავალფეროვან სამყაროში ყველა დელფინი ერთნაირი არ არის?!" მითი #3: გეი სექსი ამორალურია მორალური ნორმები ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაგვარია. "შეგვიძლია ერთ უნივერსალურ წესზე შევთანხმდეთ: ამორალურია, როცა შენი ქცევით სხვას ვნებ, ყველაფერი დანარჩენი კი ადამიანის პირადი საქმეა".
9
|
1099.00
k
1499.00
k
|