იტალიაში სტადიონიდან ფეხბურთელი ვერტმფრენით გაიტაცეს 6 აპრილი 2019, 17:31:30
AUTO PLAY
წარმოუდგენელი შემთხვევა იტალიაში მოხდა. სიცილიის სამოყვარულო ჩემპიონატის შეხვედრის მიმდინარეობისას მოედანზე ვერტმფრენი დაეშვა, საიდანაც რამდენიმე შეიარაღებული კაცი გადმოხტა და ერთ-ერთი მოთამაშე გაიტაცა, როგორც გაირკვა,ირკვევა, დამნაშავეებმა „ვიაგრანდეს“ 55 წლის ფეხბურთელს, ინიაციო ბარბაგალოს ხელი ჩაჰკიდეს, ვერტმფრენში ჩასვეს და გაფრინდნენ. გამტაცებლებმა დატოვეს ტრანსფარანტი წარწერით - „საფეხბურთო კარიერა დასრულებულია,“ გაკვირვებული გულშემატკივრები მალევე დამშვიდნენ, როცა გაიგეს რომ ეს ფეხბურთელის მიერ დაგეგმილი ხუმრობა იყო. მან კარიერის დასრულება ამ ფორმით აღნიშნა. ფეხბურთელს შეუთანხმებელი ფრენის განხორციელების გამო იტალიის კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია დაეკისრება,რაც ჯარიმას 200 ევროს ითვალისწინებს.
35
|
1099.00
k
1499.00
k
|