მაკ-დონალდსში უსახლკარო ადამიანს ჭამის უფლება არ მისცეს და გარეთ გამოაგდეს. ვიდეო, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი აღშფოთება გამოიწვია 5 აპრილი 2019, 18:28:00
AUTO PLAY
ეს შემთხვევა ამერიკაში მოხდა. ახალგაზრდა კაცმა ქუჩაში უსახლკარო ადამიანი შენიშნა, რომელიც შეეცოდა და მაკ-დონალდსში საჭმელზე დაპატიჟა. ჭამის დროს უსახლკარო ადამიანს მაკ-დონალდსის მენეჯერის მიერ გამოძახებული პოლიციის ოფიცერი დაადგა თავს და რესტორნის დატოვება მოსთხოვა. ახალაზრდა კაცი ამის გამო აღშფოთდა. მან პოლიციელს განუმარტა, რომ უსახლკარო ადამიანი ფულის სათხოვნელად არ იყო შემოსული და ის მან დაპატიჟა. თუმცა პოლიციელმა ახსნა-განმარტებას ყური არ ათხოვა და ორივე მათგანს მოსთხოვა რესტორნის დატოვება, რადგან ასე სურდა რესტორნის მეპატრონეს. მოქალაქემ განაცხადა, რომ აღარასოდეს შევიდოდა აღნიშნულ რესტორანსი. მან მაკ-დონალდსი უსახლკარო კაცთან ერთად დატოვა და შემდეგ ორივემ სხვა რესტორნისკენ აიღეს გეზი.
152
|
|