დრამატული კადრები გვატემალადან 29 მარტი 2019, 19:25:35
AUTO PLAY
გვატემალაში, სატვირთო ავტომანქანა ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. დამნაშავე მძღოლი ადგილიდან მიიმალა. პოლიციის ინფორმაციით, მისი ძებნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საავადმყოფოებში ტრავმებით 19 ადამიანი მიიყვანეს. მომხდარის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
14
|
|