სკანდალური ვიდეო - რა იმღერა ირანელმა რეპერმა ფილარმონიაში 29 მარტი 2019, 00:55:37
AUTO PLAY
ირანელი მომღერლის, ამირ ტატალოს გამოსვლის ვიდეო-მასალას ქართული ტიტრებით პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ავრცელებს. როგორც ყოფილმა დეპუტატმა განუცხადა, რეპერი მიგრანტებმა მოიწვიეს და ფილარმონიის დარბაზიც მათ დაიქირავეს. კონცერტის მსვლელობისას, ამირ ტატალომ განაცხადა, რომ ის აპირებს მოიხმაროს მარიხუანა და „ფეხებს ვერავინ მოსჭამს“. ეს საქციელი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევთა კოდექსის 159-ე მუხლის მე-პრიმა მუხლით ისჯება, რაც ნარკოტიკული საშუალებების პროპაგანდას ითვალისწინებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ რეპერს მაისურზე „კალაშნიკოვის" იარაღი ჰქონდა გამოსახული, რაც ერთგვარი გზავნილიც არის
46
|
1099.00
k
1499.00
k
|