სოფელ მირზაანში პარლამენტარიზმის 100 წლისთავი აღინიშნა - ვიდეო რეპორტაჟი 13 მარტი 2019, 00:03:26
AUTO PLAY
ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახელ-მუზეუმში, ყველა მოწვევის ქალ პარლამენტართა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკოსმა ქალებმა ქართული პარლამენტარიზმის საუკუნოვანი პერიოდის პრეისტორია მიმოიხილეს და ქართული პოლიტიკის განხორციელების პროცესში ქალთა როლსა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მიესალმა, რომელმაც დედოფლისწყაროში სტუმრობისას შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საიუბილეო ღონისძიებაზე სხვადასხვა მოწვევის ქალი პარლამენტის წევრები გამოვიდნენ, რომლებმაც 100 წლის წინ შექმნილი პირველი დამფუძნებელი კრების - პარლამენტის საქმიანობაში ქალ პარლამენტართა მოღვაწეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სოფელ მირზაანში, ქალ პარლამენტართა შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი 1995-2003 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი დალი აბაშიძე გახლდათ.
4
|
1099.00
k
1499.00
k
|