მოკლული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ოჯახმა გზა გადაკეტა და ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს 12 მარტი 2019, 18:01:11
AUTO PLAY
ბუტა ანთაძე ბიძინა ივანიშვილის ხეს შეეწირა - მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრების ეს რეპლიკა მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მკვლელობისთვის დაკავებულ პირს, 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვეს და ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. მათი განცხადებით, ბესიკ ტაკიძისთვის გამოტანილი განაჩენი მომხდარის არაადეკვატურია. ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასაც ითხოვენ. ოჯახის წევრების განმარტებით, ბევრი შეკითხვა აქვთ შინაგან საქმეთა მინისტრთან და ივანიშვილთან. მათი თქმით, უნდა გაირკვეს თუ რატომ გადაჰქონდათ ღამით ხე და რატომ მოხდა პოლიციელის მკვლელობა. „სამართალს ვითხოვთ მინსიტრთან შეხვედრას ვითხოვთ და თვით მაჯლაჯუნა ბიძინა ჩამოვიდეს და შეგვხდეს. მაგის ხის გულისთვის იყო ყველაფერი, ღამის სამ საათზე ლოგინიდან აწიეს ბავშვი და წაიყვანეს, იმიტომ წაიყვანეს,რომ ხე უნდა დაერგოთ“-ამბობს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრი. მუხაესტატეს პოლიციის უფროსი 16 მაისს, სოფელ გვარაში იმ დროს მოკლეს, როცა პოლიცია ბიძინა ივანიშვილის ეზოში გადასარგავად მორიგი ხის გადატანას უზრუნველყოფდა.
8
|
|