დედოფლისწყაროს მერი პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ჰერეთში იმყოფებოდა (ვიდეო) 1 მარტი 2019, 10:12:29
AUTO PLAY
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონში, ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებთან შეხვედრით დაასრულა. შეხვედრას დედოფლისწყაროდან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანაშვილიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტი კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასაც ესტუმრა. დელეგაციას საქართველოს პარლამენტის წევრებიც ახლდნენ.
29
|
1099.00
k
1499.00
k
|