თბილისში სკოლის მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა 28 თებერვალი 2019, 21:30:28
AUTO PLAY
192-ე საჯარო სკოლის მოსწავლესთან, რომელსაც სავარაუდოდ, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, ფსიქოლოგები იმუშავებენ. მოზარდმა სავარაუდოდ, წნევის დამწევი საშუალება მიიღო, რის შესახებაც კლასელებს თავად შეატყობინა, ამის შემდეგ კი ის სკოლის უკან იპოვეს. დირექტორის განცხადებით, მოზარდი გონზე იყო, ის სკოლაში შეიყვანეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მომხდარის კონკრეტული მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკას სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.
1
|
|