Baadur - The Way To The Zeskneli 25 თებერვალი 2019, 08:44:40
AUTO PLAY
Remember Georgians: Hundreds of Millions of Your ancestors are alive, your Gods are not dead! Lyrics (in Georgian): ღამის წყვდიადი ჩამოწვა ირგვლივ, ვარსკვლავთ ციმციმი მინათებს გზას, უგუნურთ სისხლით გამთბარი ჩემი ხმალი, მტერთან ბრძოლაში არ იზოგავს თავს. და ვადგავარ მე ზესკნელის გზას... გზას მინათებდა მამა არმაზი, ბრძოლა გავმართე მტერთან ფიცხელი, მაგრამ დავმარცხდი და ახლა ნელ-ნელა, მშობლიურ მიწაზე სისხლისგან ვიცლები. ვიცავდი მე ჩემს სისხლს და ჩემს ღმერთებს, ჩემს ოქროს მზეს და მთვარეს ვერცხლისას, ვინც ჩემს სამშობლოს შეეხებოდა, ვაზიარებდი ხმალსას ცეცხლისას. თეთრი რაში მყავდა თვით გიორგისა, ოქროს ხმალი მეკავა იახსარის ნაქონი, ვერცხლის ფარი მეჭირა პირქუშის ნაჭედი, ვერ მაშინებდნენ ურჩხულ-დრაკონნი. ახლა კი ცისკარი მინათებს ბილიკს, რომელსაც მივყავარ ზესკნელის კარამდე... მამა არმაზი ოქროს ტახტიდან სხივებით, საჭურჭლედ მაძლევს ზეციურ ხმალს, რათა შევმუსრო მტერი ყოველი, და ვაზიარო ქვესკნელის ალს! და ნათელია ჩემი გზა ზესკნელის კარამდე!
101
|
1099.00
k
1499.00
k
|