წითელას 11 შემთხვევა სიღნაღსა და დედოფლისწყაროში - ეპიდაფეთქება კახეთში (ვიდეო) 2 თებერვალი 2019, 15:46:45
AUTO PLAY
კახეთის რეგიონში წითელას ეპიდ-აფეთქება გრძელდება. გასულ კვირას სიღნაღსა და დედოფლისწყაროში 11 შემთხვევა დაფიქსირდა. წითელასთვის დამახასიათებელი სიმპტომები დედოფლისწყაროში 6, სიღნაღში კი - 5 პაციენტს გამოუვლინდა. კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის მერიაში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელთაც ვიცე-მერები ხელმძღვანელობენ, მიმდინარეობს უფასო ვაქცინაცია. მასშტაბური აცრები ტარდება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, როგორც მოსწავლეთათვის, ისე პედაგოგებისთვის. როგორც ადგილობრივ მერიაში ამბობენ, მოზარდების 99% უკვე აცრილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ 1 თებერვლის მონაცემებით კახეთში სულ 85 შემთხვევაა აღრიცხული. მთელი ქვეყნის მასშტაბით, კახეთის რეგიონში ერთერთი ყველაზე მძიმე ვითარებაა.
10
|
1099.00
k
1499.00
k
|