კადრები სანდრო გვირგვლიანის ცხოვრებიდან, რომლებიც აქამდე არ გვინახავს 28 იანვარი 2019, 14:32:45
AUTO PLAY
კადრები სანდრო გვირგვლიანის ცხოვრებიდან, რომლებიც აქამდე არ გვინახავს. კადრებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი ავრცელებს. კადრებს თან დართული აქვს შემდეგი ტექსტი: "2006 წლის 28 იანვარს, ზუსტად ამ დროს, სანდრო გირგვლიანი შინ ვერ დაბრუნდა... სანდრო მოკლეს... მოკლეს წამებით, ოქროყანის სასაფლაოზე... სანდრო მოკლა სახელმწიფო მანქანამ. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა შვილი, რომელმაც დაიცვა საკუთარი და ჩვენი წილი ღირსება. დაიცვა იმ ღამეს, როდესაც აწამებდნენ... დაიცვა სიკვდილის შემდეგაც... სანდრო გირგვლიანმა შექმნა ეპოქა, იქცა მაგალითად თითოეული ჩვენგანისთვის და მოგვცა სტიმული, რომ არ შევეგუოთ განუკითხაობას. ამ ვიდეოს მოკლე ფრაგმენტითაც ადვილი მისახვედრია, თუ როგორი იყო სანდრო - სიცოცხლით და სიკეთით სავსე. 28 იანვრის ტრაგედია 13 წლის შემდეგაც წამით არ განელებულა. ეს ტკივილი ჩვენს გულებშია და ყოველთვის ასე იქნება..."
123
|
|