საქართველო ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სიაშია - WorldAtlas 20 იანვარი 2019, 20:11:19
AUTO PLAY
საქართველო ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სიაში მოხვდა. სია ორგანიზაცია WorldAtlas-მა გამოაქვეყნა. სტატიაში დასახელებულია ქვეყნები, რომლებიც თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მცირე პროცენტს ხარჯავენ განათლებაზე. ამ რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილზეა. სიის სათავეში კი ეკვატორული გვინეა და მიანმარი არიან. სტატიაში დასახელებულია კრიტერიუმები, რომლებითაც ქვეყნების განათლების სისტემის დონე შეფასდა. კრიტერიუმებს შორის, განათლებაზე დახარჯული თანხის რაოდენობის გარდა, სისტემის ორგანიზებულობა, სწავლების მეთოდიკა, სწავლის ხელმისაწვდომობა და მასწავლებლების კვალიფიკაციაა. განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი აღიარებს, რომ სისტემაში ბევრი რამ გამოსასწორებელია, თუმცა WorldAtlas-ის კვლევას განათლების მინისტრი უნდობლობით უყურებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ განათლების დაფინანსების გაზრდა მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი ამ თანხის არაეფექტური ხარჯვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განათლების სისტემა კრიზისულ მდგომარეობაშია. მათი თქმით, თანხები საჭირო პროგრამების განვითარების ნაცვლად, პოლიტიკური მიზნების შესაბამისად იხარჯება.
9
|
55.00
k
150.00
k
|