ლამაზი და ჭკვიანი ხარ, როგორც ქართველი თუ როგორც სომეხი? 5 იანვარი 2019, 23:51:41
AUTO PLAY
3 წლის მოსკოველი გოგონას, ევა ეგიკიანის და ტელეწამყვან მაქსიმ გალკინის დიალოგმა რუსულ გასართობ გადაცემაში ინტერნეტი დაიპყრო. 3 წლის ევა, რომელიც ეთნიკურად ნახევრად სომეხი და ნახევრად ქართველია, თავისი ასაკისთვის განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევა. ის გადაცემაში ტელეწამყვანს კითხვებზე პასუხობს. გალკინი ევას ეკითხება, ის ჭკვიანი და ლამაზია როგორც ქართველი თუ როგორც სომეხი, რაზეც ევა პასუხობს - ჭკვიანი და ლამაზი ვარ, როგორც ქართველი, კაბაც ქართული მაცვია, სისხლი კი ნახევრად ქართული და ნახევრად სომხური მაქვს. ხოლო ტელეწამყვანის შენიშვნაზე, რომ იუმორი ნამდვილად სომხური აქვს, გოგონა პასუხობს, რომ არა, ისიც ქართული აქვს.
706
|
140.00
k
225.00
k
|