შვედეთში ებოლას ვირუსის სიმპტომებით 1 ადამიანი იზოლირებულია 5 იანვარი 2019, 12:59:31
AUTO PLAY
შვედეთის ებოლას ვირუსის სიმპტომებით 1 ადამიანი იზოლირებულია. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. კაცი ქალაქ უპსალას კლინიკაშია მოთავსებული. ის იქ მეზობელი ქალაქიდან გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების ადგილობრივი განყოფილება დახურულია. პერსონალზე, რომელსაც პაციენტთან კონტაქტი ჰქონდა, დაკვირვება მიმდინარეობს. ებოლას დიაგნოზი ჯერ არ დადასტურებულა. ექიმები ანალიზის პასუხებს ელიან, რომელსაც ისინი უახლოეს პერიოდში მიიღებენ. ებოლა, ებოვი (ადრეულ პერიოდში მოიხსენიებდნენ ზაირის ებოლავირუსის სახელით) — ებოლავირუსების გვარის ხუთი ცნობილი ვირუსიდან ერთ-ერთია. ხუთიდან ოთხი ებოლავირუსი, მათ შორის ებოვი, იწვევს რთულ და ხშირად ფატალურ ვირუსულ ჰემოლაგიურ ცხელებას ადამიანებში და სხვა ძუძუმწოვრებში, გამოწვეული ავადმყოფობა ცნობილია ებოლას დაავადების სახელით. ინფიცირებულთა უმრავლესობა იღუპება
0
|
|