ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელდება 22 დეკემბერი 2018, 19:05:40
AUTO PLAY
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელდება - ამის შესახებ გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უკვე მზად არის და ორშაბათიდან მისი დაჩქარებული წესით დაიწყება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, ტერორისტული აქტი, გამოძიების ვადა 5 წლით გახანგრძლივდება.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|