გრიპი H1-N1 ვირუსის გავრცელებამ საქართველოში საშიშ ნიშნულს მიაღწია 21 დეკემბერი 2018, 19:22:51
AUTO PLAY
H1-N1 ვირუსის გავრცელების ტემპი საქართველოში უკვე საშიშ მასშტაბებს უახლოვდება - საავადმყოფოები მაღალი მიმართვიანობის გამო გადატვირთულია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამობენ, რომ დაავადება სწრაფად ვრცელდება. გრიპის ამ შტამის ვირუსის პიკს თვის ბოლოს ელოდებიან. სპეციალურ განცხადებას ავრცელებს სასწრაფო დახმარების სამსახურიც, სადაც პაციენტებს ურჩევენ, რომ სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმებს მიმართონ. ვირუსის შემთხვევაში პაციენტებს ახასიათებთ მაღალი ტემპერატურა, თანდართული ხველებით და ყელის ტკივილით, ასევე თავის ტკივილი. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ავადობის გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება. „გაიზარდა სასწრაფო დახმარებების გამოძახების რაოდენობა. ჩვენ გვაქვს გაწერილი ბოლო სამი წლის წინ შექმნილი პროტოკოლი, რომლითაც მონიტორინგს ვაკეთებთ. საჭიროების შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს გადავიყვანთ 24-საათიან რეჟიმში და ოჯახის ექიმებს ავტომობილებით უზრუნველყოფას გავუკეთებთ. მოსახლეობას მინდა, მივმართო, თუკი არის სიმპტომების სწრაფი დაწყება, არის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია არა თვით მკურნალობით, არამედ მიმართონ ექიმს,“- განცხადა დავით სერგეენკომ.
3718
|
1099.00
k
1499.00
k
|