საკვირველის ისაა როგორ მოახერხა ამ "ტირანმა" ამდენი ხალხის სიყვარულის დამსახურება,თუნდაც დღემდე.თან ისე რომ ფანატიკურად უყვართ.მან იცოდა მასების ფსიქოლოგია და რაც არ უნდა ვაგინოთ მათ ეპოქა შექმნეს და ევროპელებს და ამერიკელებს გადაუჯოკრეს,წარმოშობით ქართველებმა.მართალი გითხრა რახან ჯერ არ ვარ ღრმად გაცნობილი ამ პიროვნებებს(ბერიას და სტალინს) დასკვნების გამოტანას არ ვჩქარობ,თუმცა ასევე შენი თქმით ხრუშოვისეული ვერსია ჩემზეც ვრცელდება ჯერჯერობით.
ზუსტად ამ პროცესში ვარ,ვეძიებ.კი ბატონო ხოცავდნენ,მაგრამ ასეთი დრო იყო.ჩერჩილიც ხოცავდა,ჰიტლერიც და რუზველტიც.თუნდაც აღმაშენებლის დრო რომ ავიღოთ დავითიც ხოცავდა,მაგრამ დრო იყო ასე და ეს რომ არ გაეკეთებინათ სხვა აჯობებდა.კი ბატონო ქვეყნისთვის არ მოუტანიათ კარგი მაგრამ მსოფლიო ჭრილში რომ განვიხილოთ,მე მაგალითად ევროპელებთან საუბრისას საქართველოზე რომ ვერაფერს ვაგებინებ ბოლოს ვეუბნები სტალინს და მერე ეხსნებათ გონება......ნუ ყველას თავის აზრი აქვს,მაგრამ უდაოდ გენიოსები იყვნენ ამას ნამდვილად ვერ გავექცევით.
სიმართლეს გეტყვი მეგობარო სტალინით ნამდვილად ვარ დაინტერესებული,როგორც გენიალური მმართველით(ნუ ჩემი წარმოდგენით დანარჩენს მოვიძიებ და შემდეგ დავასკვნი),თუმცა ნამდვილად არ ვიცი იმდენი რომ თუნდაც პასუხი გაგცე,იმისდა მიუხედავად რომ რამოდენიმე ბიოგრაფიული წინი სტალინზე წაკითხული მაქვს.ისე კი შენი კონტრ არგუმენტებიც ძალზედ საინტერესოა.თუ რაიმე საინტერესო ნაშრომები იცი შეგიძლია დამიწერო,რომ წავიკითხო.ასევე თუ იცი მაკიაველზე "მთავარის" გარდა რამე,როგორც ვიცი სტალინს უყვარდა ძალიან.