საქართველოს პოლიციის ავტოპარკს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა. 25 ოქტომბერი 2018, 21:37:36
AUTO PLAY
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს პოლიციის ავტოპარკს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა. ახალი მანქანების გადაცემის ცერემონია მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა და პოლიციელებს სიტყვით მიმართა.
26
|
|