დედოფლისწყაროში საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს ზეწოლაში ადანაშაულებენ (ვიდეო) 24 ოქტომბერი 2018, 21:46:54
AUTO PLAY
დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მოსახლეობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს წინასაარჩევნო ზეწოლაში ადანაშაულებს. დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანში ყვებიან, რომ კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. სიღნაღის სოფელ ხორნაბუჯის მოსახლეობა კი ამბობს, რომ მათ უმრავლესობის წარმომადგენლები სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან.
259
|
|