სკანდალი-სამხედროები შეირაღებული ძალებიდან შავ ბაზარზე ტყვია-წამალს ყიდდნენ 4 ოქტომბერი 2018, 21:16:56
AUTO PLAY
თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი ლევან იზორია სკანდალში ეხვევიან. ქართველი ოფიცრები შეირაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე დაცული ბაზიდან ერთი წლის განმავლობაში შავ ბაზარზე ტყვია-წამალს ყიდდნენ. ფაქტი დადასტურებულია და ბრალდებულები სამხედრო პოლიციამ 28 აგვისტოს საკუთარ სახლებში აიყვანა. თუმცა ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრს ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. ჩნდება კითხვა -მფარველობდა თუ არა ლევან იზორია და შეირაღებული ძალების სხვა მაღალჩინოსნები საბრძოლო მასალების შავ ბაზარზე გატანის საქმეს. საქმის მასალებით, თავდაცვის სამინისტროდან შავ ბაზარზე საბრძოლო მასალა ასეულის მეთაურის მოადგილეს - კაპიტან ზურა მანგოშვილს, კახა თედეიშვილს და სერჟანტ გიორგი გოგჩაშვილს გაჰქონდათ.
18
|
|