7200 პატიმარი 3 თვეში 14 000 გახდა, ბოკერიამ თქვა 16 000-მდე გავზარდოთ, ევროკავშირი ფულს მოგვცემსო (ვიდეო) 4 ოქტომბერი 2018, 10:57:25
AUTO PLAY
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ციხის ბუნტის დეტალებს იხსენებს. ელენე თევდორაძემ ობიექტივის ღამის სტუდიაში 2006 წლის მოვლენებზე ისაუბრა და პატიმართა მიმართ ცეხლის გახსნის ბრძანების გაცემაში გიგა ბოკერია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. შეწყალების კომისიის ყოფილი ხელძღვანელის განცხადებით მასსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მსჯავრდებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდასაც მოჰყვა. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსების მოპოვებით ხსნიდა. როგორც თევდოტაძემ განაცხადა, ის დაინტერესდა ამ საკითხით და გიგა ბოკერიას ჰკითხა, თუ რამ განაპირობა , რომ 3 თვეში პატიმართა რაოდენობა გაორმაგდა, რაზეც ბოკერიამ უპასუხა, რომ მათ უნდა აიყვანონ 16 ათასამდე და ევროსაბჭო თანხას გამოყოფდა ციხეების ასაშენებლად.
22
|
1099.00
k
1499.00
k
|