38 შვილის 39 წლის აფრიკელი დედა 27 სექტემბერი 2018, 09:10:26
AUTO PLAY
9 წლის უგანდელი მარიამ ნაბატანცი ნამდვილად 38 შვილის დედაა და აღმოსავლეთ აფრიკაში ყველაზე მრავალშვილიან დედად მიიჩნევა. 13 წლისა გათხოვდა. ვერანაირ ბედნიერ ქორწინებაზე ვერ ვილაპარაკებთ - საკმაოდ ტირანი ქმრის გვერდით უწევდა ცხოვრება და მისი უფლება იყო მხოლოდ ის, რომ შინ ყოფილიყო და ეჩინა შვილები. სულ, ამ კაცისგან 44 შვილი გააჩინა, თუმცა ექვსი ვერ გადარჩა. სამჯერ გაუჩნდა სამმაგი ტყუპი (9), სამჯერ - ოთხმაგი ტყუპი (12) და სამჯერ ტყუპი (6). ყველაზე უფროსი ვაჟი 23 წლისაა, უმცროსი - 5 თვის. სულ 28 ვაჟი და 10 ქალიშვილი ჰყავს. ყველა გააჩინა ბუნებრივი გზით და მხოლოდ ყველაზე პატარა გააჩინა საკეისრო კვეთით. საინტერესოა, რომ ფენომენური ნაყოფიერებით ქალი შეწუხდა მხოლოდ 23-ე შვილის გაჩენის შემდეგ და ექიმებსაც დაეკითხა აზრს. თუმცა მათ ვერ ახსნეს, რა ემართება ქალის ორგანიზმს. ნახევარი წლის წინ ქმარმა მარიამი მიატოვა და შვილების უზრუნველყოფაზეც უარი თქვა. ქალი ახლა თანამემამულეებს სთხოვს დახმარებას.
12
|
|