კასრისწყალში 40 წლის მამაკაცი გველმა დაკბინა, პაციენტი თბილისში გადაიყვანეს (ვიდეო) 17 სექტემბერი 2018, 19:35:31
AUTO PLAY
კახეთში, სოფელ კასრისწყალში 40 წლის მამაკაცი გველმა დაკბინა. შალვა გაწირიძე საღამოს სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ქვეწარმავალს ფეხი დაადგა. პაციენტი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ანტიგიურზინის ვაქცინა გაუკეთდა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟმა პაციენტი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კასრისწყალი, ელდარის საძოვრებზეა გაშენებული და ქვეწარმავლების სიმრავლით გამოირჩევა. სოფელი რაიონული ცენტრიდან 45 კილომეტრით არის დაშორებული, ადგილობრივები წლებია სასწრაფოს ბრიგადის ამოქმედებას ითხოვენ. სოფელში არ არის აფთიაქიც.
90
|
|