დედოფლისწყაროში მზა საკვების საწარმო გაიხსნა (ვიდეო) 5 სექტემბერი 2018, 10:16:57
AUTO PLAY
დედოფლისწყაროში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ჯეონატურალსი“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში 380,660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 190,300 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 152,300 დოლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია. საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რეგიონალური მართვის საკითხებში პრემიერის მრჩეველ სოზარ სუბართან ერთად გახსნა. საწარმოში, წელიწადში 100 ტონაზე მეტი ხორცის კონსერვების წარმოება იგეგმება. საწარმოში მუდმივად 20 ადამიანია დასაქმებული. საწარმო პროდუქციის 4 სხვადასხვა სახეობის კონსერვს უშვებს „სადილის“ ბრენდის სახელით.
103
|
|