დედოფლისწყაროში მრავალშვილიან ხელმოკლე ოჯახს კამეჩი მოპარეს (ვიდეო) 3 სექტემბერი 2018, 11:04:19
AUTO PLAY
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში სოცალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახიდან კამეჩი მოიპარეს. ფოცხვერაშვილების 7 შვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი არ აქვს, რის გამოც სოფლის აბანოს ძველ შენობას აფარებენ თავს. ნაჩუქარი კამეჩი მათი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. როგორც ფოცხვერაშვილები ამბობენ, კამეჩი ეზოში მდებარე სადგომში დამწყვდეული ჰყავდათ, დილით კი ადგილზე აღარ დახვდათ. მრავალშვილიან ოჯახს რამდენიმე თვეა საარსებო შემწეობაც მოუხსნეს, რამაც მათი საყოფაცხოვრებო პირობები კიდევ უფრო გაართულა. სოფელ სამრეკლოში მომხდარ ფაქტზე მოკვლევას დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს
4
|
|