რეგიონული ტურნე „მოძრავი პიანინო“ დედოფლისწყაროდან დაიწყო (ვიდეო) 27 აგვისტო 2018, 18:16:18
AUTO PLAY
კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით დღეიდან რეგიონებში მუსიკალური ტურნე „მოძრავი პიანინო“ დაიწყო, რომელმაც სტარტი კახეთიდან აიღო. პირველი კონცერტი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში ჩატარდა. ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს გამართავს. ხვალ მოძრავი პიანინო ყვარელსა და თელავში გადაინაცვლებს, შემდეგ კი მცხეთა-მთიანეთში გაჩერდება. ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას. პროექტის მთავარი მიზანია საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა მიაწვდინოს.
55
|
1099.00
k
1499.00
k
|