დედოფლისწყაროელი მოკრივეების წარმატება შვეიცარიასა და დანიაში (ვიდეო) 27 აგვისტო 2018, 00:02:22
AUTO PLAY
შვეიცარიაში და დანიაში კრივის პროფესიონალური მატჩები გაიმართა. დედოფლისწყაროელი სპორტსმენები ნოდარ ცხოვრებაძე შვეიცარიაში, ლევან წიკლაური კი დანიაში იბრძოდნენ. შვეიცარიაში ნოდარ ცხოვრებაძესა და გამოცდილ მოკრივეს ცელსო ამანდოს შორის მსაჯთა კოლეგიამ ქულათა შეჯამების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და საკმაოდ დაძაბულ მატჩში გამარჯვება მიენიჭა როგორც ნოდარ ცხოვრებაძეს, ასევე ცელსო ამანდოს. მათ ფრე დაუფიქსირდათ. აღსაღნიშნავია რომ კრივის ექსპერტებმა უპირატესობა ნოდარ ცხოვრებაძეს მიანიჭეს.. ასეთი შემთხვევა პროფესიონალურ ბოქსში ხშირია, როცა რთულია გამარჯვებულის გამოვლენა და ძირითადად მეტოქეებს შორის რევანშის დაგეგმვა ხდება. დანიაში ლევან წიკლაურსა და და დენის ცეილანს შორის საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა გაიმართა,სპორტსმენები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ, რის გამოც დარბაზში ემოციები სჭარბობდა. იმის გათვალისწინებით,რომ ორივე საკმაოდ გამოცდილი და ტიტულოვანი მოკრივეა, მსაჯებს აქაც გაუჭირდათ გამარჯვებულის გამოვლენა და აქაც ქულათა თანაბარი რაოდენობა დაფიქსირდა.
200
|
1099.00
k
1499.00
k
|