43 წლის ვაზისუბნელი პედოფილი 7 აგვისტო 2018, 07:38:45
AUTO PLAY
სააპელაციო სასამართლო განიხილავს პედოფილიის 44 ეპიზოდში ბრალდებული კაცის საქმეს, რომელიც არასრულწლოვნებთან სქესობრივ კავშირს ფარულად იღებდა. საქმეს ათობით დაზარალებული არასრულწლოვანი ჰყავს, მათგან ყველაზე უმცროსი 10 წლის, ყველაზე უფროსი კი 14 წლისაა. საქმეში ბრალდებული 43 წლის ლიფტიორია, რომელიც ბავშვებთან სქესობრივ კავშირს ძირითადად ლიფტში ამყარებდა. საქალაქო სასამართლომ მას 8 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა, მან საქმე გაასაჩივრა და სასჯელის ვადის შემსუბუქებას ითხოვს. ქრონიკამ დღეს ბრალდებულის ძმა ჩაწერა, რომელიც მომხდარს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებული ფინანსური დანაშაულისთვის დაიჭირეს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება მსჯავრდებულს ერთ შემთხვევაში გარყვნილ ქმედებას ედავება, მეორე შემთხვევაში კი 16 წლის ასაკს მიუღწეველები სხეულში სქესობრივი ხასიათის შეღწევას.
800
|
1099.00
k
1499.00
k
|