დედოფლისწყაროში მრავალშვილიან ოჯახს სახლი დაეწვა (ვიდეო) 20 ივლისი 2018, 13:01:32
AUTO PLAY
ხანძარი დედოფლისწყაროში. წუხელ სოფელ ოზაანში ყაჭაშვილების ექვსსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის დროს სახლში დედა და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, რომელთაც ცეცხლის კერა გვიან შენიშნეს. წინასწარი ინფორმაციით, ყაჭაშვილების საცხოვრებელ სახლში ცეცხლი მოძველებული ელექტროსადენებიდან გაჩნდა. ხანძარი დილითაც განმეორდა, რის გამოც სახანძრო ეკიპაჟი ხელახლა გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სრულად განადგურდა სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლი, რის შედეგადაც ყაჭაშვილები ღია ცის ქვეშ დარჩნენ. როგორც დედოფლისწყაროს მერიაში განმარტავენ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს მერია ბინის ქირით ყოველთვიურად უზრუნველყოფს. ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ელექტროენერგიის და სხვა სახის შეღავათებით ოჯახი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მანამდეც სარგებლობდა. მომხდარზე მოკვლევა შს დედოფლისწყაროს რაიონულმა სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
165
|
1099.00
k
1499.00
k
|