ცოფის 8 შემთხვევა დედოფლისწყაროში და გარდაცვლილი მამაკაცი (ვიდეო) 9 ივლისი 2018, 21:09:35
AUTO PLAY
კახეთში ცოფის შემთხვევებმა იმატა. მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ცოფის გამოვლენის მერვე შემთხვევა დაფიქსირდა. დიდია დაავადების კერებში გაცოფებულ ცხოველებთან კონტაქტირებული მოქალაქეების რიცხვიც. ორთვიანი საკარანტინო მდგომარეობა მოქმედებს დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში. 3 ივლისს კი ცოფის განმეორებითი შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ არბოშიკში. ერთერთ მეცხოველეობის ფერმაში, სადაც წინა შემთხვევაში ცოფი ძაღლს დაუდასტურდა, ამჯერად ინფექცია იმავე ფერმის ხბოს აღმოაჩნდა. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ცოფის კერებში დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტირებულ ყველა პირს შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდება. რამდენიმე თვის წინ სოფელ სამთაწყაროში ცოფით დაავადებული ძაღლისგან დაკბენილი სოფლის ერთერთი მაცხოვრებელი, რომელსაც ცოფის საწინააღმდეგო ანტირაბიული მკურნალობის კურსი უტარდებოდა, გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ 52 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო დაიღუპა და მას ცოფის დიაგნოზი არ დაუდასტურდა. მათი ინფორმაციით, ბესარიონ ნადირაშვილის გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა. თუმცა ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მკურნალობის პარალელურად მამაკაცი ალკოჰოლს მოიხმარდა, რაც ასეთ შემთხვევებში აკრძალულია.
1022
|
1099.00
k
1499.00
k
|