გერმანიაში საცირკო ნომრის დროს სპილო მაყურებელთა დარბაზში გადავარდა 9 ივლისი 2018, 16:59:14
AUTO PLAY
ინციდენტი გერმანიაში გამართული ერთ-ერთი საცირკო წარმოდგენის დროს მოხდა. საცირკო ნომერს სამი სპილო ასრულებდა, რა დროსაც სპილოებმა იჩხუბეს და სცენიდან ერთ-ერთი სპილო დარბაზში, მაყურებელთან გადავარდა. შეშინებული მაყურებელი დარბაზიდან გაიქცა, თუმცა მოგვიანებით, როცა მწვრთნელმა ცხოველები დაამშვიდა, ისინი დარბაზში დაბრუნდნენ და წარმოდგენაც გაგრძელდა. სპილოს დაცემისგან ერთ-ერთი მაყურებელი დაშავდა. დაზარალდა თავად ცხოველიც. მან ფეხი იღრძო. ინციდენტს ცხოველთა უფლებადამცველები გამოეხმაურნენ. ისინი ამბობენ, რომ ცირკში ცხოველები 18-20 საათი ვოლიერებში ჰყავთ გამომწყვდეულები და ეს მათ გაღიზიანებას იწვევს. ცირკის დირექტორი კი ამბობს, რომ სპილოების ჩხუბი ჯგუფში ლიდერობის მოპოვების სურვილმა გამოიწვია და ეს ნორმალურია.
255
|
1099.00
k
1499.00
k
|