მკვლელობა სოფელ ვაკეში - ფერმის მფლობელი ფერმერმა მოკლა 27 ივნისი 2018, 10:33:00
AUTO PLAY
თეთრიწყაროს სოფელ ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა ერთი მამაკაცი დააკავეს. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მოკლული ვაჟა თოდუას ფერმაში. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული. ბრალდებულის დაკავება სოფელ ვაკეში "კურიერმა" გადაიღო. დაკავებულის ახლობელი ამბობს, რომ ბრალდებული ვაჟა თორაძის ფერმაში მუშაობდა. თორაძე ფერმის მფლობელია, თუმცა ის წარსულში პოლიციელი იყო. შემთხვევა გუშინ მოხდა. სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით არის მიყენებული. სოფელ ვაკეში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ისინი მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ. დაკავებულს კი ბრალს სავარაუდოდ, რამდენიმე საათში წარუდგენენ.
288
|
|