დედოფლისწყაროში 85 წლის მარტოხელა ქალი ღია ცის ქვეშ (ვიდეო) 20 მაისი 2018, 14:37:24
AUTO PLAY
დედოფლისწყაროში 85 წლის ვარდიკო ბოსტოღანაშვილი ღია ცის ქვეშ მას შემდეგ დარჩა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს რამდენიმე ოჯახი ყოფილი სამხედრო საცხოვრებლიდან გამოასახლა, შენობის დემონტაჟი მოხდა, ადგილზე კი არქიმედეს კლინიკის მშენებლობა დაიწყო. მარტოხელა მოხუცს ბინის ქირას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უხდიდა, თუმცა ამჯერად მას სოციალური დახმარებაც მოეხსნა და ბინის ქირაც შეუჩერდა. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომლის დიდ ნაწილსაც საცხოვრებელი ფართის ქირაში იხდის. ბოსტოღანაშვილთან ერთად კორპუსიდან უკანონოდ გამოსახლებული ოჯახები ამბობენ, რომ შენობის დემონტაჟი ისე მოხდა, მათთვის არც გაფრთხილება მიუციათ და არც კომპენსაცია. ისინი დღემდე ქირით ცხოვრობენ. ვარდიკო ბოსტოღანაშვილი დედოფლისწყაროს სათნოების სახლის ბენეფიციარია. უფასო კვების მისაღებად მას ყოველდღიურად რამდენიმე ასეული მეტრის გავლა უწევს. სათნოების სახლის დირექტორი მარინა ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ დედოფლისწყაროში უფასო კვებით 230 მოქალაქე სარგებლობს, მათ შორის შესაბამისი მენიუდან ულუფას იღებს ვარდიკო ბოსტოღანაშვილიც
166
|
1099.00
k
1499.00
k
|