მკვლელობა ქუთაისში -დამ და მოკლა 18 მაისი 2018, 10:29:38
AUTO PLAY
მკვლელობა ქუთაისში - არსებული ინფორმაციით, ქალმა და ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილი მეუღლესთან, შვილთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
303
|
|