პრეზერვატივების საქმე შესაძლოა, სტრასბურგამდე მივიდეს 5 მაისი 2018, 09:53:57
AUTO PLAY
პრეზერვატივების საქმე შესაძლოა, სტრასბურგამდე მივიდეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა, რომ კომპანია „აიისას“ პრეზერვატივებზე დატანილი გამოსახულებებითა და გამონათქვამებით კანონი დაირღვა, უფლებადამცველები საშიშ გადაწყვეტილებად აფასებენ. სასამართლომ კომპანია ”აიისას” ხელმძღვანელი 500 ლარით დააჯარიმა. პრეზერვატივებზე დატანილი გამოსახულებები და წარწერები სასამართლომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად მიიჩნია და კომპანიას პროდუქციის გაყიდვიდან ამოღება დაავალა. ანი გაჩეჩილაძე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და სანამ დავა სასამართლოში გრძელდება პროდუქციის წარმოების შეწყვეტასა და გაყიდვას არ აპირებს. სამოქალაქო სექტორი აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც თბილისის მერიაში დაიწყო, სასამართლომ დაასრულა.
7
|
1099.00
k
1499.00
k
|