ჰავაის კუნძულზე ვულკან კილაუეადან ლავა გადმოვიდა. 4 მაისი 2018, 13:57:25
AUTO PLAY
04.05 ჰავაის კუნძულზე ვულკანი გააქტიურდა, ხოლო ვულკან კილაუეადან ლავის გადმოსლის ვიდეო YouTube-ზე გავრცელდა. მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. კილაუეა მოქმედი ვულკანია კუნძულ ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, წყნარ ოკეანეში. სიმაღლე 1247 მ. მდებარეობს ვულკან მაუნა-ლოას სიახლოვეს. კილაუეის დამრეცი ფარისებრი კონუსი ბოლოვდება 4 კმ სიგრძის, 3,2 კმ სიგანისა და 120 მ სიღრმის კალდერით, რომელშიც მდებარეობს ლავური ტბა ჰალემაუმაუ. დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ინტენსიური აქტივობის ფაზაში შევიდა 2011 წლის 6 მარტს.
46
|
|