დედოფლისწყაროს საკრებულოში ფრაქცია „პატრიოტები“ შეიქმნა (ვიდეო) 30 აპრილი 2018, 11:28:20
AUTO PLAY
„პატრიოტთა ალიანსმა“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „პატრიოტები“ შექმნა. ფრაქციის თავმჯდომარედ სოფელ არხილოსკალოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ხორნაული აირჩიეს, რომელმაც გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება პირველივე ტურში მოახერხა. პატრიოტთა ალიანსის დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფრაქციის მეშვეობით დეპუტატებს ამიერიდან უფრო მეტი ბერკეტი ექნებათ საიმისოდ, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები შეასრულონ და სხვადასხვა ინიციატივები საკრებულოს სხდომებზე გაიტანონ.
124
|
|