BBC-მ აღიარა.რომ 30 მეტრის სიმაღლის ხეებზე მცხოვრები კოროვაის ტომებზე ყალბი სცენები დადგა 5 აპრილი 2018, 20:12:33
AUTO PLAY
ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღიარებს, რომ 2011 წელს შექმნილ დოკუმენტურ ფილმში დადგმული, ყალბი სცენა გამოიყენეს. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. ინდონეზიის პროვინციაში, პაპუაში მცხოვრები კოროვაის ტომის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია, როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები ხეებზე, 30 მეტრის სიმაღლეზე აშენებულ სახლებში. BBC-ს ცნობით, ამით ფილმის შემქმნელებმა არხის სარედაქციო სტანდარტები უხეშად დაარღვიეს. დოკუმენტური ფილმი, Human Planet, რომელიც 8 სერიისგან შედგება 2011 წელს გავიდა BBC-ს ეთერში და მისი ავტორი ჯონ ჰარტია. ფილმის მიზანი მსოფლიოს ყველაზე უცნაურ ადგილებში მცხოვრები ადამიანების შესახებ ისტორიების მოთხრობა იყო.
94
|
1099.00
k
1499.00
k
|