ქუთაისში ახლადრეაბილიტირებულ სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა (ვიდეო) 3 აპრილი 2018, 12:05:22
AUTO PLAY
ქუთაისში არსებულ სოციალურ საცხოვრისში, სადაც ოჯახები საცხოვრებელ პირობებს იწუნებდნენ , ჭერი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხელისუფლებამ შენობაში 80-მდე ოჯახი შარშან შეასახლა. სოციალურ საცხოვრისში ის ოჯახები მოხვდნენ, რომლებიც ქალაქის ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვდნენ.კორპუსის მკვიდრები შენობიდან გასახლებას ითხოვენ. მათი განცხადებით, შენობა ამორტიზებულია, დაზიანებულია ჭერი და კედლები. აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილია სპეციალური კომისია. ქუთაისის მერია კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართავს, რათა შენობის მდგომარეობაზე ზუსტი დასკვნა დადოს. რაც შეეხება გასახლების მოთხოვონას, ამ დროისთვის მერია ადგილობრივებს ალტერნატიულ ფართს ვერ სთავაზობს.
82
|
|