შუახევში დაკარგული 13 წლის მურმან ფუტკარაძის ცხედარი მაშველებმა მდინარეში იპოვეს 23 მარტი 2018, 11:09:31
AUTO PLAY
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, შუახევში დღეს დილით მაშველებმა დაკარგული ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს. ადგილზე 12 სამაშველო ჯგუფი და 70-მდე მაშველი მუშაობდა. გუშინ სამუშაოებში თბილისიდან ჩასული სპეციალისტები ჩაერთნენ. სამძებრო სამუშაოებს ართულებდა ადიდებული მდინარე და დაბალი ხილვადობა. შემთხვევა სოფელ შუბანში მოხდა თვითმხილველების თქმით, 13 წლის მურმან ფუტკარაძე მდინარეში ბურთის გამოსატანად შევიდა და წყალმა წაიღო.
166
|
1099.00
k
1499.00
k
|