დედოფლისწყაროში 81 წლის მარტოხელა ქალი ორი წელია დახმარებას ითხოვს (ვიდეო) 10 მარტი 2018, 03:12:59
AUTO PLAY
ქალაქ დედოფლისწყაროში ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრები ლამარა გიორგაძე სოციალური მომსახურების სააგენტოსგან დახმარების აღდგენას ორი წელია უშედეგოდ ითხოვს. 81 წლის მარტოხელა მოხუცს გადაადგილება უჭირს, ამიტომ დროის ძირითადი ნაწილის გატარება საწოლში უწევს. ლამარა გიორგაძეს ცხოვრება ძველ, ალიზის ავარიულ სახლში უწევს, რომლის კედლები დაბზარულია, ოთახები კი ძალიან ვიწროა. მისი საყოფაცხოვრებო პირობები არ გაუმჯობესებულა, თუმცა ოჯახის სარეიტინგო ქულები მაინც გაიზარდა, რამაც ლამარა ბებო საარსებო შემწეობის გარეშე დატოვა.
26
|
|