მცხეთაში სვეტიცხოველის ტაძართან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს 3 მარტი 2018, 21:52:09
AUTO PLAY
სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. როგორც „რუსთავი 2“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
4
|
|