გივი ამილახვარის საქმე-ბრალდებული,რომელმაც პოლიციელს თავში ჩაარტყა და აგინა 2 მარტი 2018, 23:35:00
AUTO PLAY
წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა, გივი ამილახვარმა სასამართლო სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავში ჩაარტყა და აგინა. ამ ქმედების გამო გივი ამილახვარს რამდენიმე დღეში ბრალი პოლიციელებზე განხორცილებული თავდასხმის მუხლით წარუდგინეს, თუმცა თავად წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. ამილახვარი სასამართლო დარბაზში მომხდარის პროვოცირებაში პოლიციელებს ადანაშაულებს. დაკავებულმა სასმართლოზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობასა და ფიზიკური შეურაცხოფის მიყენებაში დაადანაშაულა. მის სხეულზე დაკავებისას ძალადობის ნიშნების არსებობას ადასტურებს გლდანის დაწესებულების ექიმიც და სამხარაულის საექსპერტო ბიუროც.
319
|
|