სოფელ ნუკრიანში 76 წლის მარტოხელა ქალი დახმარების გარეშეა 27 თებერვალი 2018, 22:02:54
AUTO PLAY
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრები 76 წლის ლუბა ჯანგულაშვილი მერამდენე წელია სოციალური მომსახურების სააგენტოსგან საარსებო შემწეობის დანიშვნას უშედეგოდ ითხოვს. მარტოხელა მოხუცი ამბობს, რომ ადგილობრივ სერვის-ცენტრში უხეშად მიმართავენ და ეუბნებიან, რომ დახმარება არ ეკუთვნის. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომლის დიდი ნაწილიც მედიკამენტების შეძენას ხმარდება. ბოლო შემოწმებისას ოჯახში მისი შვილი და რძალიც ფიქსირდებოდა, მათი დაშორების შემდეგ კი მოხუცი სოფელში მარტო ცხოვრობს. მას გულის დაავადებები აწუხებს და გადაადგილება უჭირს. ძველი საცხოვრებელი სახლი სოფლის ცენტრიდან მოწყვეტილია, ამიტომ მარტოხელა მოხუცის ერთადერთ იმედად მეზობლად მდებარე საბავშვო ბაღის თანამშრომლები და ამბულატორიის ექიმები რჩებიან. გარდა იმისა, რომ ისინი ავადმყოფობისას ეხმარებიან, მოხუცის პროდუქტით მომარაგებასაც ისინი ახდენენ. ლუბა ჯანგულაშვილის საყოფაცხოვრებო პირობებს ადგილზე გაეცნო „ქართული ოცნებიდან“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნელი გურაშვილი. დეპუტატი ამბობს, რომ სარეიტინგო ქულების ხელახლა დასათვლელად უშუამდგომლებს. გურაშვილის თქმით, მოხუცმა გასულ წლებში ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარებებით უკვე ისარგებლა.
42
|
|