ლიანა ჯოჯუა ММА-ს(შერეული საბრძოლო ხელოვნება) მსოფლიო ჩემპიონია 24 თებერვალი 2018, 19:35:10
AUTO PLAY
ქართველი სპორტსმენი, ლიანა ჯოჯუა, მეტსახელად "მგელი",ფაიტ ნაითის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა გოგონამ ლიანა ჯოჯუამ, მოსკოვში Fight Nights Global 83-ის ეგიდით გამართულ სატიტულო ბრძოლაში რუსი მარინა მოხნატკინა დაამარცხა და მსუბუქ წონაში (61.2 კგ-მდე) ММА-ს საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა. მოსკოვის სახელმწიფო ცენტრალური საკონცერტო დარბაზის "როსიას" არენაზე გამართულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად ხუთი რაუნდის ჩატარება გახდა საჭირო, საბოლოოდ კი მსაჯების გადაწყვეეტილებით, გამარჯვებულად 22 წლის ქართველი გოგონა გამოცხადდა.
18
|
|