პირველი ქართული კინოსტუდია იყიდება 20 თებერვალი 2018, 23:05:15
AUTO PLAY
ადამი და ევა" იყიდება - პირველი ქართული კინოსტუდია იყიდება. ქართული კინოს ისტორიაზე საუბარი ამ პავილიონის გარეშე წარმოუდგენელია. ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში შესული ფილმები სწორედ ამ შენობაშია გადაღებული. პავილიონი 1927-30 წლებში არქიტექტორ მიხეილ ბუზოღლის დაგეგმარებით აშენდა. შენობა კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ავანგარდული არქიტექტურის განსხვავებული სახე შექმნა. კინო საქართველოში ხელოვნების ერთ-ერთ მოწინავე დარგად ითვლებოდა, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობაც უწყობდა ხელს. დღეს კი პირველი კინოპავილიონი იყიდება, კინოსტუდია კი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. შენობა კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ავანგარდული არქიტექტურის განსხვავებული სახე შექმნა. კინო საქართველოში ხელოვნების ერთ-ერთ მოწინავე დარგად ითვლებოდა, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობაც უწყობდა ხელს. დღეს კი პირველი კინოპავილიონი იყიდება, კინოსტუდია კი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.
9
|
|